თურქეთი ბრიტანეთიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს დროებით აჩერებს
თურქეთი ბრიტანეთიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს დროებით აჩერებს

თურქეთი დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს დროებით აჩერებს. შეზღუდვა კორონავირუსის ახალ შტამს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტისა და ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კოორდინაციის შედეგად მიიღეს.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ – გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ავსტრიამ დიდი ბრიტანეთიდან ფრენები უკვე აკრძალა.