თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნებისთვის, თურქული სამხედრო ვერტმფრენები ნახიჩევანში ჩავიდა
თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნებისთვის, თურქული სამხედრო ვერტმფრენები ნახიჩევანში ჩავიდა

თურქეთ-აზერბაიჯანის დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, თურქული სამხედრო ვერტმფრენები ნახიჩევანის რეგიონში ჩავიდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენები ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა ჩაიტანა.

სამხედრო წვრთნებში, რომელიც 1-5 აგვისტოს ბაქოსა და ნახიჩევანში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს ჯავშანმანქანები, ნაღმმტყორცნები და ქვემეხები, რომლებიც სიმულაციურ სამიზნეებს გაანადგურებენ.

ორი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნები 29 ივლისს დაიწყება და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. წვრთნებში ჩაერთვება როგორც ვერტმფრენები, ასევე თვითმფრინავები.