ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი - „მაკრატელები“ და სადავო მომენტები ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)
ეროვნული ლიგის პირველი ტური თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრით დასრულდა და სტარტზე ყველაზე უხვგოლიანი და სადავო დაპირისპირება გამოდგა.
 
თბილისის „ლოკომოტივმა“ „სამტრედია“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. ანგარიში მესამე წუთზე ეფექტური „მაკრატელათი“ გიორგი ილურიძემ გახსნა. „ლოკომოტიოვმა“ 30-ე წუთზე ანგარიშის გაათანაბრა – გოლი დათო კირკიტაძის ანგარიშზეა – 1:1.
35-ე წუთზე, მატჩის არბიტრმა „სამტრედიას“ კარში საკმაოდ საეჭვო პენალტი დანიშნა, რადგან დავით სამურკასოვი სტუმართა მცველს, გიორგი ჯგერენაიას არ წაუქცევია. დაინიშნა პენალტი, რომელიც ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად გამოიყენა – 2:1. ხუთ წუთში თბილისელთა ბომბარდირმა დუბლი ეფექტური „მაკრატელათი“ შეასრულა და გუნდის უპირატესობა გაზარდა – 3:1.
სამტრედიელებს მსაჯის მიამრთ პრეტენზია მეორე ტაიმშიც ჰქონდათ. მათე კვირკვია საჯარიმოში გიორგი გაბაძემ წააქცია, მაგრამ ხაზის არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. სტუმართა აზრით, არბიტრმა არასწორად განსაჯა, რადგან „ლოკომოტივის“ მცველი სანდრო გურეშიძე უკან იყო ჩარჩენილი.
საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ უპირატესობა შეინარჩუნა, 3:1 მოიგო და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.