ტურის სიმბოლურ გუნდში - ზივზივაძეს „უიპეშტში“ წარმატებული დებიუტი დაუფასეს #1TVSPORT
ტურის სიმბოლურ გუნდში - ზივზივაძეს „უიპეშტში“ წარმატებული დებიუტი დაუფასეს #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ტურის რჩეულებში საქართველოს ნაკრების და „უიპეშტის“ 27 წლის თავდამსხმელი სპორტულმა გამოცემა csakfoci-მ დაასახელა.

აუტსაიდერმაუიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ერთ-ერთი ლიდერი „ფეჰერვარი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. მეორე გოლი ზივზივაძემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს ახალ კლუბში სადებიუტო მატჩი იყო – 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე შეხვედრაში ყოფილ კლუბს გაუტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

„ბუდუ ზივზივაძე „უიპეშტი“ – „ფეჰერვარიდან“ იჯარით დამატებული თავდამსხმელი კარგ ფორმაში იყო და მცველებმა ვერ შეაჩერეს. მან 74-ე წუთზე გაიტანა და მატჩი დაასრულა“, – წერს გამოცემა.

ქართველმა ფეხბურთელმა „უიპეშტთან“ ყველაფერი თებერვალში შეათანხმა და „ფეჰერვარი“ დატოვა. უნგრული მედიის გავრცელებული ცნობით, „უიპეშტი“ ზაფხულში ზივზივაძის კონტრაქტს გამოისყიდის.