ტურის ცენტრალური შეხვედრა საზოგადოებრივზე - დღეს მე-4 ტური იწყება
ტურის ცენტრალური შეხვედრა საზოგადოებრივზე - დღეს მე-4 ტური იწყება

დღეს, 15 მარტს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4-ე ტური პირველი წრის ერთ-ერთი მთავარი მატჩით გაიხსნება: მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს.

მატჩს თბილისელები კარგ განწყობაზე ხვდებიან; მოქმედმა ჩემპიონმა 3 თამაშიდან ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და გათამაშებას ლიდერობს. რუსთავთან მატჩში გუნდს დაუბრუნდნენ გიორგი კოხრეიძე და ლუკა ლაკვეხელიანი. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში, ხოლო კოხრეიძე თადარიგში იყო. მშვენიერ ფორმაშია ოგნიენ როლოვიჩი, რომელმაც შინა ტურში რუსთავთან დუბლი შეასრულა და გუნდს სამი ქულა მოუტანა. 25 წლის ფორვარდმა წინა მატჩებშიც გამოიჩინა თავი – ჯერ ბათუმის დინამოს გაუტანა გამარჯვების გოლი, შემდეგ კი ლოკომოტივის კარი აიღო და უკვე 4 გოლი გაიტანა.

საბურთალო და ტორპედო ერთმანეთს 11-ჯერ შეხვდდნენ -. 5 შემთხვევაში იმერლებმა იმარჯვეს, 3-ჯერ საბურთალოელებმა, ხოლო ამდენივეჯერ მატჩი ფრედ დასრულდა.

შეხვედრა მიხეილ მესხზე 20:00 საათზე დაიწყება – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყენებელის მეორე არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

მე-4 ტური:
15 მარტი
საბურთალო – ტორპედო

16 მარტი
რუსთავი – ჩიხურა
დინამო (ბთ) – დილა

17 მარტი
სიონი – ვიტ ჯორჯია
ლოკომოტივი – დინამო (თბ)