ტურინში კაზაკოვა-რევიას წყვილმა საჩვენებელ შეჯიბრზე „აჭარული“ შეასრულა (ვიდეო)

იტალიის ქალაქ ტურინში გრან-პრის დასკვნით დღეს საჩვენებელ შეჯიბრზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ეროვნული სამოსით წარსდგა და „აჭარული“ შეასრულა.

ფიგურული სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) მიერ ორგანიზებული გრან-პრის ფინალური ეტაპი ქართულმა წყვილმა ბრწყინვალე შედეგით დაასრულა, თავისუფალ პროგრამაში 106,14 ქულა მოაგროვა, რაც საუკეთესო შედეგი იყო.