ტურინის პოლიციამ პოლ პოგბას დაცვა გააძლიერა - ფეხბურთელს მისი ძმის ბანდის წევრები ემუქრებიან #1TVSPORT
ტურინის პოლიციამ პოლ პოგბას დაცვა გააძლიერა - ფეხბურთელს მისი ძმის ბანდის წევრები ემუქრებიან #1TVSPORT

ტურინის პოლიციამ „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბასა და მისი დედის დაცვის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ გაზეთი Le Parisien წერს.

აგვისტოს ბოლოს, პოგბამ თავისი უფროსი ძმა ფულის გამოძალვის მიზნით შანტაჟში დაადანაშაულა. პრესის ცნობით, ფეხბურთელის ბავშვობის რამდენიმე მეგობარმა პოლის ძმასთან ერთად, იარაღის მუქარით 13 მილიონი ევრო მოითხოვა, თან სამი მილიონი დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყო გადახდილი. პოგბამ მათ 100 ათასი გადასცა, აგრეთვე ხელის მოწერით დაადასტურა, რომ იღებდა ვალდებულებას დანარჩენი თანხის გადახდაზე.

შეგახსენებთ, რომ პოგბას უფროს უფროსი ძმა მატიას პოგბა საფრანგეთის პოლიციამ დააკავა. მას ბრალი წაუყენეს ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად გამოძალვასა და დანაშაულის მომზადებაში.

კიდევ ოთხ ეჭვმიტანილს ასევე წაუყენეს ბრალი, მათ შორის ადამიანის გატაცებაში (ამ მუხლით მატიას პოგბა მოწმედ გადის). ისინი პატიმრობაში დარჩებიან სასამართლო პროცესამდე.