ტურინის „იუვენტუსმა“ ედონ ჟეგროვას თაობაზე „ლილთან“ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
ედონ ჟეგროვა ფრანგულ „ლილს“ ტოვებს და კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის სანაცვლოდ ტურინელები დაახლოებით 20-22 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ჟეგროვას დამატება „ნაპოლისაც“ სურდა, თუმცა იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
კოსოვოელი „ლილს“ 2022 წელს შეუერთდა. ამ პერიოდში მან 107 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 18 საგოლე გადაცემა გაუკეთა.