ტურინელებმა რეკორდი დაამყარეს
ტურინელებმა რეკორდი დაამყარეს

„იუვენტუსმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისკენ მიმავალ გზაზე, წესით, აღარაფერმა უნდა შეუშალოს ხელი.

ამ თამაშის შემდეგ ტურინელებმა რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს.

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოახერხა ზედიზედ 5 გასვლითი თამაშის მოგება. ტურინულმა გუნდმა გასული სეზონიდან მოყოლებული დაამარცხა – პირეოსში – „ოლიმპიაკოსი“, ლონდონში – „ტოტენჰემი“, მადრიდში – „რეალი“, ვალენსიაში – „ვალენსია“ და მანჩესტერში – ადგილობრივი „იუნაიტედი“.

გარდა ამისა, „იუვეს“ უკვე ზედიზედ 9 თამაშია, ინგლისური გუნდების წინააღმდეგ არ წაუგია. ეს სერია 2012 წლიდან იწყება – „მანჩესტერ სიტი“ 1:1, „მანჩესტერ სიტი“ 1:1, „ჩელსი“, 2:2, „ჩელსი“ 3:0, „მანჩესტერ სიტი“ 2:1, „მანჩესტერ სიტი“ 1:0, „ტოტენჰემი“ 2:2, „ტოტენჰემი“ 2:1, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0.