ტური ვიტ ჯორჯიამ მოგებით გახსნა
ტური ვიტ ჯორჯიამ მოგებით გახსნა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის პირველი მატჩი მიხეილ მესხი2-ზე  გაიმართა, სადაც ლოკომოტივმა ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.

პირველ ტაიმში ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები ორჯერ ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას, მაგრამ მთავარმა არბიტრმა თამაში გააგრძელა. სტუმრებმა მიზანს მაინც მიაღწიეს: 58-ე წუთზე მასპინძელთა კარი კახა კაკაშვილმა აიღო. საბოლოოდ, შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 1:0. გუნდმა რვა ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დაწინაურდა. ლოკომოტივი კი ექვსი ქულით მეშვიდეზე დარჩა.

დღეს მეორე მატჩი ანგისას საფეხბურთო კომპლექსში დაიწყო, სადაც ბათუმის დინამო საჩხერის ჩიხურას უპირისპირდება.

ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ, 3 აპრილს გაიმართება: ყველაზე დიდ ინტერესს ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს შეხვედრა იწვევს. ქართულ კლასიკოს პირველად უმასპინძლებს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი.

ტორპედო – დინამოს მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.