ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 30 მგზავრი დაშავდა
ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 30 მგზავრი დაშავდა

ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 30 მგზავრი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამგზავრო საფრენი აპარატი სტამბოლი-ნიუ-იორკის რეისს ახორციელებდა და ტურბულენტურ ზონაში კენედის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხვდა.

სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე სულ 326 მგზავრი და ეკიპაჟის 21 წევრი იმყოფებოდა. ნიუ იორკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტურბულენტურ ზონაში ფრენის დროს მგზავრებმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, თუმცა სამი მათგანის ჰოსპიტალიზაცია მაინც საჭირო გახდა.