ტუნისისა და იაპონიის შეხვედრა მე-1000 იქნება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში #1TVSPORT

22:40, 19.06.2026

ტუნისისა და იაპონიის ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.

შეხვედრა 21 ივნისს მექსიკაში გაიმართება და მე-1000 იქნება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

მატჩს მოემსახურებიან რუმინელი არბიტრები იშტვან კოვაჩის ხელმძღვანელობით.

ფიფა-ს სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტის, პიერლუიჯი კოლინას ინფორმაციით, კოვაჩი სპეციალური ფორმით იმსაჯებს, რომელიც საიუბილეო თამაშს ეძღვნება.

მსგავსი