ტუნისის ნაკრებმა შვედეთთან მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა #1TVSPORT

15:31, 15.06.2026

2026 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე შვედეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის (1:5) შემდეგ ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, საბრი ლამუშის პოსტიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას აღნიშნულ თანამდებობაზე.

მსოფლიო პირველობაზე ტუნისი F ჯგუფში გამოდის, სადაც მისი კონკურენტები შვედეთის, ნიდერლანდებისა და იაპონიის ნაკრებები არიან.

პირველი ტურის მონაცემებით, ჯგუფში 3 ქულით შვედები ლიდერობენ, მეორე და მესამე პოზიციებს თითო-თითო ქულით ნიდერლანდები და იაპონია ინაწილებენ, ტუნისი კი უქულოდაა და ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს ტუნისის ნაკრები 21 ივნისს იაპონიასთან ჩაატარებს.

მსგავსი