ტუნისი მე-18 ქვეყანა გახდა, რომელმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
ტუნისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში ეკვატორული გვინეა 1:0 დაამარცხა და მე-18 ქვეყანა გახდა, რომელმაც 2026 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა.
აფრიკული ზონის H ჯგუფში ჩატარებული რვა ტურის შემდეგ ტუნისის ნაკრებს 22 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და ვერავინ დაეწევა.
ტუნისისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მესამე იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. სულ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანამ უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე შვიდჯერ იასპარეზა. აფრიკის ზონიდან ტურნირის საგზური აქამდე ერთ ქვეყანას, მაროკოს ჰქონდა ოფიციალურად მოპოვებული.
უკვე ვიცით, რომ მომავალ წელს მუნდიალზე ითამაშებენ: აშშ, კანადა, მექსიკა, ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, მაროკო, ტუნისი, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია.
2026 წლის მუნდიალზე მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.