ტულუზაში ყვითელჟილეტიანების აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ტულუზაში ყვითელჟილეტიანების აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში პოლიციამ მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 14:00 საათზე დაიწყო. აქციის დაწყებიდან დაახლოებით ხუთ წუთში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ ფართომასშტაბიანი აქციები 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. ისინი საწვავზე ფასის მატებას აპროტესტებდნენ. აქციები პერმანენტულად იმართება.