ტირანასთან მოგების შემთხვევაში დინამო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩსაც თბილისში გამართავს
ტირანასთან მოგების შემთხვევაში დინამო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩსაც თბილისში გამართავს
„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს თუ გაივლის, მისი შესაძლო მეტოქეებიც ცნობილია – ეს უეფას წილისყრის შედეგად გაირკვა.
„დინამო” პირველ ეტაპზე ალბანეთის ჩემპიონ „ტირანას“ უმასპინძლებს. მატჩი 18 ან 19 აგვისტოს „დინამო არენაზე“ შედგება – სამწუხაროდ, გულშემატკივრის გარეშე.
თუ „დინამო თბილისი” ამ ბარიერს გადალახავს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდსაც თბილისში უმასპინძლებს და სერბეთის ჩემპიონ „ცრვენა ზვეზდასა“ და გიბრალტარის ჩემპიონ „ევროპას“ შორის გამარჯვებულს მიიღებს. მატჩი 25 ან 26 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გაიმართება.