ტუხელმა დაადასტურა, რომ „ჩელსის“ ჰალანდის შეძენა სურს #1TVSPORT
ტუხელმა დაადასტურა, რომ „ჩელსის“ ჰალანდის შეძენა სურს #1TVSPORT

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა დაადასტურა, რომ მისი კლუბი „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავის, ერლინგ ჰალანდის ტრანსფერით არის დაინტერესებული.

„ერლინგის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც. თუმცა, იმ მომენტისთვის ტრანსფერი არარეალისტური აღმოჩნდა.

ჩვენ ჰალანდის გადმოყვანაზე რეგურალურად ვსაუბრობთ, რადგან ის ფანტასტიკური ფეხბურთელი და „დორტმუნდის“ მთავარი ფიგურაა“,  – განაცხადა ლონდონური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა.