ტუხელი - ლემპარდის გაწეულ შრომას დიდ პატივს ვცემ
ტუხელი - ლემპარდის გაწეულ შრომას დიდ პატივს ვცემ

„ჩელსის“ ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ლონდონურ გრანდში გადასვლაზე ისაუბრა.

„მადლობა მინდა გადავუხადო „ჩელსის“, რომ მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს ნდობა გამოგვიცხადეს – მოჰყავს ტუხელის სიტყვები ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს. – თითოეული ჩვენგანი დიდ პატივს სცემს ლემპარდის მიერ გაწეულ სამუშაოს.

მოუთმენლად ველოდები, ბოლომდე როდის ჩავერთვები ყველაზე საინტერესო ჩემპიონატის თამაშებში (ინგლისის პრემიერლიგა). მადლობელი ვარ, რომ ამ ოჯახში მიმიღეს, საოცარი განწყობა მაქვს“, – აცხადებს „არისტოკრატების“ ახალი დამრიგებელი.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეონში „ჩელსი“ სატურნირო ცხრილის მეათე ადგილზე იმყოფება.