ტუხელი ფიფა-ს ჯილდოს გამოეხმაურა - თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ #1TVSPORT
ტუხელი ფიფა-ს ჯილდოს გამოეხმაურა - თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ #1TVSPORT

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ფიფა-ს ჯილდოს მიღებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი ფიფა-მ 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

„ეს ჩვეულებრივი, რიგითი დღე იყო. სავარჯიშო ბაზიდან რომ დავბრუნდი, კონვერტი გახსნეს და მე დამასახელეს – ყველაფერი თითქოს სიურეალისტური გახდა, შოკში ვიყავი. თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ“, – ციტირებს ტუხელის სიტყვებს Football.London.

48 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „ჩელსიმ“ 2020/21 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი მოიგო.