ტუხელი - ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა დავრჩეთ #1TVSPORT
ტუხელი - ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა დავრჩეთ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში „ჩელსიმ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა – 4:0.

ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ შესანიშნავი შედეგის მიუხედავად, ეიფორიაში არ უნდა ჩავარდნენ.

„ჩვენ ძალიან ძლიერი ფეხბურთი ვაჩვენეთ და შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ,  – მოჰყავს ტუხელის სიტყვები ლონდონური კლუბის პრესსამსახურს. – თითეულმა ფეხბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა და მე დიდი მადლობელი ვარ მათი, ასეთი სამუშაოს გაწევისთვის და ამაღლებული განწყობისთვის.

ჩვენ მოვახერხეთ, ამდენი ბურთი გაგვეტანა გუნდისთვის, რომელიც დაცვის უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა და ეს დიდებული ამბავია. ფანტასტიკური საღამო გვქონდა, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა დავრჩეთ“, – მიაჩნია ლონდონელთა გერმანელ დამრიგებელს.