ტუღუში ფერარის ნაცვლად - ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელ სპეციალისტს დაემშვიდობა #1TVSPORT
ტუღუში ფერარის ნაცვლად - ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელ სპეციალისტს დაემშვიდობა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ამიერიდან გიორგი ტუღუში უხელმძღვანელებს, რომელიც იტალიელ მასიმილიანო ფერარის ჩაანაცვლებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ მასიმილიანო ფერარის და მის თანაშემწეს, ირაკლი ბასილაძეს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსათვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში. ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას კი გიორგი ტუღუში ჩაიბარებს, ხოლო მისი ასისტენტი არჩილ ჩხაბერიძე იქნება“, – წერია კლუბის განცახდებაში.

გიორგი ტუღუში პროლიცენზიის მქონე სპეციალისტია, რომელიც მწვრთნელთა განათლების კურსების ტუტორი გახლავთ, სადაც ქართველ მწვრთნელებს ლექციებს უკითხავს. თავიდან ის მუშაობდა გორის „დილაში“, 2020 წელს ხელმძღვანელობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიას და არაერთი წელი აქვს გატარებული ბავშვთა ფეხბურთში.

ტუღუში ჩაანაცვლებს მასიმილიანო ფერარის, რომელიც 2022 წლის სეზონში კურირებდა „ტორპედოში“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.