თუ „უოტფორდი“ პრემიერლიგიდან არ გავარდება, გუნდის ყოფილი მწვრთნელი მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს
თუ „უოტფორდი“ პრემიერლიგიდან არ გავარდება, გუნდის ყოფილი მწვრთნელი მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს

ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „უოტფორდის“ მთვარი მწვრთნელი ნაიჯელ პირსონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბოლო მატჩი (37-ე ტური) კლუბმა ჰაიდენ მალინზის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამართა და საკუთარ სტადიონზე გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა – 0:4.

საინტერესოა, რომ სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, „სიტის“ ეს მოგება არაფერს აძლევდა, „უოტფორდისთვის“ კი მარცხი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან კლუბი პრემიერლიგიდან გასავარდნი გუნდების სიაში დაქვეითდა.

„უოტფორდი“ პრემიერლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს და თუ ასე მოხდა, გუნდის ყოფილი მწვრთნელი კომპენსაციისა და ბონუსის სახით ერთ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, – იუწყება Sky Sports.