თუ ტრავმა ხელს არ შეუშლის, ნადალი ჩოგბურთიდან წასვლას ჯერ არ აპირებს
თუ ტრავმა ხელს არ შეუშლის, ნადალი ჩოგბურთიდან წასვლას ჯერ არ აპირებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანის, ესპანელი რაფაელ ნადალის მწვრთნელმა კარლოს მოიამ განაცხადა, რომ თუ ტრავმებს აიცილებს თავიდან, მისი შეგირდი უახლოეს პერიოდში კარიერას არ დაასრულებს.

„ის კარგად თამაშობს და ტრავმებსაც აღარ იღებს. თუ ის ამ ორი ფაქტორის შეხამებას გააგრძელებს, მაშინ კიდევ გარკვეული ხანი დარჩება კორტზე.

რაფას არასოდეს მოუგია ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი? შარშან, ალექსანდრ ზვერევმა დასაჯა ის პირველ მატჩში ცუდი თამაშისთვის, მაგრამ შემდეგ ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ცოტა დააკლდა ჯგუფიდან გასასვლელად. კარგია იმის გაცნობიერება, რომ მას კიდევ სურს ამ ტურნირის მოგება”, – ამბობს მოია Tennis 365-თან კომენტარში.

რაფაელ ნადალს მოგებული აქვს ATP-ის 84 ტურნირი, მათ შორის, „დიდი სლემის” 19 ტურნირი. ის, აგრეთვე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.