თუ რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ გადავა ჰოლანდიის ნაკრების დატოვების უფლება აქვს
თუ რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ გადავა ჰოლანდიის ნაკრების დატოვების უფლება აქვს

ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს დატოვოს პოსტი, თუ „ბარსელონაში“ მწვრთნელის თანამდებობას შესთავაზებენ. ამის შესახებ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ნიკო-იან ჰუგმამ განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს „ბარსელონასთან“ შეთანხმება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მათ ფულის გადახდა მოუწევთ.

ამასთან, იმედი მაქვს, რომ კუმანთან ჰოლანდიის ნაკრებში დიდი ხანი ვითანამშრომლებთ, რადგან მე ეს კავშირი წარმატებულად მიმაჩნია. თუმცა,  კუმანმა უკვე დიდი ხანია მიანიშნა, რომ ძალიან უნდა სათავეში ჩაუდგეს „ბარსელონას“.

ვნახოთ, როგორ აეწყობა ყველაფერი. ჰოლანდიის ნაკრებში წარმატება მას ცალსახად დაეხმარება”.

კუმანი ჰოლანდიის ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებს და გუნდთან ერთად ერთა თასის ფინალამდე მივიდა. ამ მომენტისთვის, ჰოლანდიას ევრო 2020-ის საგზურამდე ერთი გამარჯვება აშორებს. კუმანის კონტრაქტი ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი