თუ „რეალი“ სეზონს წარუმატებლად დაასრულებს, მადრიდელები ანჩელოტის პოჩეტინოთი ჩანაცვლებას გეგმავენ #1TVSPORT
თუ „რეალი“ სეზონს წარუმატებლად დაასრულებს, მადრიდელები ანჩელოტის პოჩეტინოთი ჩანაცვლებას გეგმავენ #1TVSPORT

„სამეფო კლუბი“ პსჟ-ს მთავარი მწვრთნელით, მაურისიო პოჩეტინოთი არის დაინტერესებული, – იუწყება ‘Equipe .

გამოცემის ინფორმაციით, თუ მიმდინარე სეზონში კარლო ანჩელოტი დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები იტალიელი სპეციალისტის შეცვლას გეგმავენ და „რეალის“ მთავარ მწვრთნელის კანდიდატურად პოჩეტინოს მოიაზრებენ.

აღნიშნავენ, რომ ახლო წარსულში „რეალის“ მენეჯერებმა მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება მაურისიო პოჩეტინოს სამჯერ შესთავაზეს.

15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს სწორედ „პარი-სენ ჟერმენი“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან.