თუ „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, პოგბა ახალ გუნდიში გადავა
თუ „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, პოგბა ახალ გუნდიში გადავა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, შესაძლოა, ზაფხულში ინგლისური კლუბი დატოვოს. როგორც „ტუტოსპორტი“ (Tuttosport) ამტკიცებს, 25 წლის ფრანგი გამოეთხოვება „იუნაიტედს“, თუ ამ სეზონის შედეგების მიხედვით მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება.

პოგბას ხელში ჩასაგდებად ფავორიტი ტურინის „იუვენტუსია“. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში პოგბამ 34 მატჩი ჩაატარა „მანჩესტერის“ შემადგენლობაში, 14 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შესრულა.