თუ ხელსაყრელი წინადადება იქნება, რონალდოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს #1TVSPORT
თუ ხელსაყრელი წინადადება იქნება, რონალდოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, ინგლისური კლუბი დატოვოს, – წერს The Times.

გამოცემის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობას ესაუბრა და სთხოვა, რომ თუ ხელსაყრელი წინადადება იქნება, ტრანსფერსა და კლუბიდან მის წასვლას ხელი არ შეუშალონ.

რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედს“  2021 წლის აგვისტოში დაუბრუნდა. გასულ სეზონში პორტუგალიელმა მანჩესტერელთა შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა (ყველა ტურნირზე), გაიტანა 24 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2023 წლის 30 ივნისს იწურება.