თუ დევისის გაცვლა არ განხორციელდება, შესაძლოა კალათბურთელმა დარჩენილი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს
თუ დევისის გაცვლა არ განხორციელდება, შესაძლოა კალათბურთელმა დარჩენილი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს

7 თებერვლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ზამთრის სატრანსფერო სეზონი სწორედ ამ დღეს სრულდება.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ნიუ ორლეანის“ ლიდერს ენტონი დევისს გუნდის შეცვლა სურს. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები „ლოს ანჯელეს ლეიკერსსა“ და დევისის ამჟამინდელ გუნდს შორის. მეჯიქ ჯონსონი მზად არის 25 წლის სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ კაელ კუზმა, ბრენდონ ინგრამი, ივიცა ზუბაცი და ლონზო ბოლი დათმოს.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ამ ვარიანტს „პელიკანსის“ ხელმძღვანელობა. „ნიუ ორლეანის“ მთავარ მწვრთნელ ელვინ ჯენტრის ერთერთ ინტერვიუს დროს დევისთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა დაუსვეს. „პელიკანსის“ თავკაცმა განაცხადა, რომ დევისთან თანამშრომლობა მისთვის ძალიან საეჭვოა. აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, რომ გაცვლა 7 თებერვლამდე სავარაუდოდ აუცილებლად განხორციელდება, რადგან ძნელად წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა იხილოს კალათბურთის გულშემატკივრებმა ასეთი დონის მოთამაშე ნახევარი სეზონის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე.