ტერეზა მეი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივების საჭიროებას ვერ ხედავს
ტერეზა მეი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივების საჭიროებას ვერ ხედავს

ბრიტანეთი მზადაა განიხილოს გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივების საკითხი, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ხედავს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთი ელოდება, რომ გეგმის განხორციელება 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე მოხდება.

გარდამავალი პერიოდი საჭიროა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ბიზნესმა ახალ გარემოსთან ადაპტირება შეძლოს. 17 ოქტომბრის საღამოს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს უმტკიცებდა, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბრიტანეთს სურს, რომ „ბრექსითის“  შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის სასაზღვრო დაბრკოლებები არ შეიქმნას.