თსუ უნგრეთის ჩემპიონთან დამარცხდა და ევროგათამაშებას გამოეთიშა
თსუ უნგრეთის ჩემპიონთან დამარცხდა და ევროგათამაშებას გამოეთიშა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა (თსუ) ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების წინასწარი ტურის მატჩი უნგრეთის „ბერეტიუიფალუსთან“ გამართა და დამარცხდა.

გამომდინარე იქიდან, რომ უეფა-ს ახალი ფორმატით, წყვილში გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებებში უნდა გამოვლენილიყო, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართული მატჩი დაძაბულად დაიწყო.

სამწუხაროდ, თამაშამდე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა შოთა თოფურიას და საქართელოს ნაკრების გამოცდილი მოთამაშე თსუ-ს ვერ დაეხმარა. თავიდან უპირატესობას უფრო შეთამაშებული უნგრული გუნდი ფლობდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ არბიტრმა მე-4 წუთზე ჩვენი ჩემპიონის კარში ექვსმეტრიანი საჯარიმო დანიშნა, რომელიც უნგრელთა ესპანელმა ლეგიონერმა, ალვარიტომ გამოიყენა. სამ წუთში კი უნგრელები მეორე ესპანელმა, სიდ ფერნანდესმა ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.

თსუ ამის შემდეგ გააქტიურდა, ბევრს უტევდა და საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა და პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმის კიდევ უფრო დაძაბულად დაუწყო. ჩვენები გატანას ვერ ახერხებდნენ, ვახტანგ ჯვარაშვილმა ძელს მოარტყა, მიხეილ თევზაძემ ახლოდან ააცილა.

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონმა ამ დიდი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო, უნგრელებმა კი 34-წამიან მონაკვეთში ორი მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს და ორჯერ გაიტანეს – ჯერ პეტარ საბომ გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ალვარიტომ დუბლი შეასრულა და ყველაფერი გასაგები გახდა.

ამის შემდეგ თსუ-მ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – ვახტანგ კეკელიამ, გიორგი ღავთაძემ და ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანეს. თუმცა, თამაშის გათანაბრება ვეღარ შეძლეს. შანსი ალვარიტოს ჰქონდა, მაგრამ ორჯერ ათმეტრიანი დარტყმით ვერ ისარგებლა.

საბოლოოდ, შეხვედრა უნგრელთა გამარჯვებით 3:4 დასრულდა და თსუ-სთვის ევროსეზონი დასრულდა. შემდეგ ეტაპზე უფრო გამოცდილი და შეთამაშებული „ბერეტიუიფალუ“ გავიდა.

თსუ – „ბერეტიუიფალუ“ 3:4

გოლები: 0:1 ალვარიტო (4), 0:2 ფერნანდესი (7), 0:3 საბო (29), 0:4 ალვარიტო (30), 1:4 კეკელია (31), 2:4 ღავთაძე (38), 3:4 ჯვარაშვილი (40)

თსუ: ბუკია, ჭანუყვაძე, ღავთაძე, ჯვარაშვილი, კეკელია- ასლანი (მ), ჭოხონელიძე, ბექაური, ჩიმაკაძე, კაპანაძე, თევზაძე, კობაიძე, სილაგავა.

 

დატოვე კომენტარი