თსუ-ს მოთამაშე ნოდარ ქურცაძე - დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონები გავხდებით
თსუ-ს მოთამაშე ნოდარ ქურცაძე - დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონები გავხდებით

თსუ-ს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოთამაშე ნოდარ ქურცაძემ ფუტსალის ლიგის განმეორებით შეხვედრაში „თელასს“ ორი გოლი გაუტანა, თუმცა, მისმა დუბლმა გუნდი მოქმედ ჩემპიონთან მარცხისგან ვერ იხსნა – თსუ პენალტების სერიაში დამარცხდა (3:5) და დასკვნით სერიაში ანგარიში გათანაბრდა 1:1.

ნოდარ ქურცაძე, რომელიც თსუ-დან ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის ბოლო შეხვედრას მოიგებს.

„ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, ორჯერ მოვახერხეთ მატჩის შემობრუნება, მაგრამ პენალტებში არ გაგვიმართლა და დავმარცხდით. დღეს იღბალი მოწინააღმდეგის მხარეს იყო. ბევრი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ თამაშში შევეცდებით შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და სასურველ შედეგს, ჩემპიონობას მივაღწიოთ“, – ამბობს ნოდარ ქურცაძე.

თსუ-სა და „თელასის“ გადამწყვეტი შეხვედრა ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის 19 აგვისტოს გაიმართება – მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.