თსუ-ს ფუტსალის გუნდი პორტუგალიაში მიემგზავრება
თსუ-ს ფუტსალის გუნდი პორტუგალიაში მიემგზავრება

პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში, 16-25 ივლისს, ფუტსალში ევროპის საუნივერსიტეტო პირველობა გაიმართება. ჩვენი ქვეყნის სახელით ამ ტურნირზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ს სტუდენტები პორტუგალიაში გასამართ შეჯიბრებაში მონაწილეობას უკვე მესამედ მიიღებენ. ქართველმა ფეხბურთელებმა 2017 წელს ვერცხლის, 2018 წელს კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ჯგუფურ ეტაპზე თსუ-ს მეტოქეთა ვინაობა კენჭისყრის შემდეგ გამოვლინდება.