თსუ-მ ჯილდო ჩაიბარა - ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაურკვეველი ვადით გადაიდო | ფუტსალი
თსუ-მ ჯილდო ჩაიბარა - ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაურკვეველი ვადით გადაიდო | ფუტსალი

მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მ კუთვნილი მედლები ჩაიბარა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ საქართველოში პირველი კროსფიტის დარბაზი გაიხსნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი დაჯილდოვდა, რომელმაც გასულ სეზონში ღირსეულად მოიპოვა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა.

გუნდი 2020-2021 წლების ევროპის ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისათვის ემზადება, სადაც უნივერსიტეტისა და ქართული ფუტსალის ღირსებას დაიცავს.

უეფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, სადაც საქართველოს ჩემპიონის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტოქეები უნდა გამოვლენილიყვნენ, კორონავირუსის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო.

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ორგანიზატორები ეძებენ უსაფრთხო გზებს ჩემპიონატის ჩასატარებლად, რაც გულისხმობს შესაძლო ცვლილებებს ფორმატში. წილისყრის ახალი თარიღი ჯერ უცნობია.

დატოვე კომენტარი