თსუ ფუტსალის ლიგის მეორე ნახევარფინალისტია
თსუ ფუტსალის ლიგის მეორე ნახევარფინალისტია

ფუტსალის ლიგაში ნახევარფინალური სერია დასრულდა – თსუ-მ ილიაუნი განმეორებით მატჩშიც დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ანგარიში პირველ ტაიმში თსუ-მ კურიოზული გოლით გახსნა – საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, მურთაზ კაკაბაძემ კარიდან გამოსული მეკარე შენიშნა და საკუთარი ნახევრიდან გაუტანა,

მეორე ტაიმში თსუ-ს უპირატესობა გიორგი ჩიმაკაძემ ორ ბურთამდე გაზარდა. ილიაუნი სხვაობის შემცირებას შეეცადა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა თსუ-მ ანგარიშით 2:0 მოიგო.

თსუ-მ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პენალტების სერიით მოიგო, სერიის გამარჯვებული გახდა (2:0) და ფუტსალის ლიგის ფინალში გავიდა.

ჩემპიონობისთვის თსუ მოქმედ ჩემპიონს „თელასს“ შეხვდება, მესამე ადგილისთვის კი ილიაუნი და „თბილისი“ იბრძოლებენ. ფინალური დაპირისპირება და მესამე ადგილისთვის მატჩები 14 და 17 აგვისტოს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.