ტრისტან ტომპსონი „გუგლში“ ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენია
ტრისტან ტომპსონი „გუგლში“ ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენია

„გუგლმა“ (Google) საკმაოდ მოულოდნელი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

2018 წელს ამ პოპულარული საძიებო საიტის მომხმარებლები ყველაზე მეტჯერ სპორტსმენებს შორის ტრისტან ტომპსონს ეძებდნენ. „კლივლენდ კავალიერსის“ ცენტრი „გუგლის“ საძიებო ველში ყველაზე მოთხოვნადი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ზოგადად მთელ მსოფლიოში აღმოჩნდა.

მან ისეთ სპორტსმნებს გადაასწრო, როგორებიც „ტორონტოს“ კავაი ლეონარდი და „პიტსბურგ სტილერსის“ ვარსკვლავი ლევონ ბელი არიან.