ტრიპოლიზე იერიშის შეწყვეტის მიზნით, ხალიფა ჰაფთარს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ
ტრიპოლიზე იერიშის შეწყვეტის მიზნით, ხალიფა ჰაფთარს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიზე იერიშის შეწყვეტის მიზნით, ხალიფა ჰაფთარს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აღმოსავლეთ ლიბიის მმართველ ჰაფთარის „ლიბიის ეროვნული არმია“ ტრიპოლის აღებას მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ ცდილობს, რომელსაც საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰაფთარმა და აშშ-ის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე ვიქტორია კოატესიც შედიოდა, ლიბიის კონფლიქტის დასრულებისა და პოლიტიკური დარეგულირების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრის გამართვის ადგილი არ გამჟღავნებულა. დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და რუსეთი უჭერენ მხარს.