ტრინკიერისთან შეთანხმება ვერ შედგა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ჯიკიჩია #1TVSPORT
ტრინკიერისთან შეთანხმება ვერ შედგა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ჯიკიჩია #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ილიას ზუროსს „ჯვაროსნებთან“ კონტრაქტი ამოეწურა. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები აღარ დაწყებულა. შესაბამისად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც განიხილებოდა არაერთი კანდიდატურა, რომელთაგან ერთ-ერთი იტალიელი ანდრეა ტრინკიერი იყო. ეს სპეციალისტი გასულ სეზონში „ბაიერნს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2009-13 წლებში იტალიური „კანტუს“ მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინთან მუშაობდა.

ტრინკიერისთან შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც კალათბურთის ფედერაციამ მოლაპარაკება წამოიწყო სერბ სპეციალისტთან, ალექსანდრ ჯიკიჩთან. ამ ინფორმაციის გადამოწმება უშუალოდ ფედერაციაში ვცადეთ, თუმცა ასეთ დროს, რადგან კონტრაქტი გაფორმებული არ არის, ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას ყველა ერიდება. რიგ შემთხვევებში თავად მწვრთნელი ითხოვს კონფიდენციალურობას.

ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჯიკიჩი ამჟამად იერუსალიმის „ჰაპოელის“ მთავარი მწვრთნელია. ის გასულ სეზონში ისრაელის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კი სწორედ ჯიკიჩის „ჰაპოელმა“ დაამარცხა ფავორიტი, გიორგი შერმადინის „ტენერიფე“.

ჯიკიჩისა და საქართველოს ნაკრების გზები 2015 წელს გადაიკვეთა. ამხანაგურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელსაც ალექსანდრ ჯიკიჩი წვრთნიდა, საქართველოს დიდი სხვაობით სძლია, თუმცა ევრობასკეტის წინ სერბი მწვრთნელი ნაკრებიდან წავიდა და ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ დამაჯერებელი რევანში აიღო (90:75).

2017-18 წლებში ჯიკიჩი მონტენეგროს „ბუდუჩნოსტს“ ხელმძღვანელობდა. სწორედ მან მიიწვია გუნდში გოგა ბითაძე…