„ტრიბუნამ“ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას ჩემპიონატის შეჩერება მოსთხოვა - გავიგეთ, რომ მაგრები ხართ, მაგრამ კმარა
„ტრიბუნამ“ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას ჩემპიონატის შეჩერება მოსთხოვა - გავიგეთ, რომ მაგრები ხართ, მაგრამ კმარა

ბელარუსულმა გამოცემა „ტრიბუნამ“ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის სახელზე საჯარო წერილი გამოაქვეყნა, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერება მოითხოვა:

„მარტივი მიზეზებია, რის გამოც საჭიროა გამბედაობა მოვიკრიბოთ და ჩემპიონატი ახლავე შეაჩეროთ. ყველა უკვე მიხვდა, რომ მაგრები ვართ, მაგრამ საკმარისია! ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატი ახლავე უნდა შეწყვიტოს. როგორც ჩანს, ქვეყანაში არავინ იცის, ეს როგორ დასრულდება. შეუძლებელია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში არ იყოს ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ახსნას, თუ რატომ არის ახლა ეს ერთადერთი სწორი გზა. ყინული უკვე გალღვა. ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი შეჩერდა. საჭიროა ოდნავ მეტი ძალისხმევა. ჩემპიონატები კალათბურთმა და ფრენბურთმაც შეაჩერეს და მათ არაფერი დაუკარგავთ. თუ ამას ვერ გააკეთებ, მაშინ დროა გამოხვიდეთ და თქვათ, შეჩერებაში ხელს ვინ ან რა გიშლით“, – წერს გამოცემა.

„ტრიბუნას“ ცნობით, არსებობს მარტივი მიზეზები, რის გამოც, ბელარუსის ჩემპიონატი ახლავე უნდა შეჩერდეს:

„საერთოდ, მისი დაწყებაც არ ღირდა. ჯერ ერთი, ფეხბურთი (ჰოკეი, სხვათა შორის) ეწინააღმდეგება ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვისა და ბელარუსის ექიმების ყველა რეკომენდაციას, რომლებიც ამ უბედურებას გმირულად ებრძვიან და ყველას სახლში დარჩენას სთხოვენ. ქვეყანაში მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკით კორონავირუსით ინფეცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. სამი დღის წინ, დაახლოებით ამის ნახევარი იყო და გარდაცვლილი არ გვყავდა. ვირუსი კი მთელს ქვეყანას მოედო. ბელარუსის ჩემპიონატის გაჩერებით არაფერი შეიცვლება – ნავთობის ფასები არ დაეცემა, საფონდო ბირჟებზე რყევები არ იქნება. ერთი ჩემპიონატის კალენდრის შეცვლა მოგვიწევს“.

გამოცემა დარწმუნებულია, რომ ამით მსოფლიო არ იზარალებს: „რაში გვჭირდება ასეთი რისკი? კაცობრიობა სასიკვდილო საფრთხის წინაშე რომ იყოს და ბელორუსისთვის დედამიწის მკვიდრთა მარსზე გამგზავრება დაევალებინათ, ამ შემთხვევაში გარკვეული დონის რისკის დაშვება შეიძლებოდა. ახლა ამის საჭიროებაა? აჩვენეთ, რომ მაგრები ვართ? ეს მეტ-ნაკლებად ყველგან გაიგეს და პატივი მოგვაგეს. იქნებ საკმარისია? დიახ, პურის გამოცხობა საჭიროა. დიახ, ექიმები სამსახურში უნდა წავიდნენ. დიახ, ვიღაცამ პროდუქტები და საჭმელი უნდა ატაროს, მაგრამ ფეხბურთი პირველი აუცილებლობის საგანი როდის შემდეგ გახდა? იქნებ, მოულოდნელად საფეხბურთო გრანდი გავხდით? ჩვენს ფეხბურთს 50-100 ათასი ბელარუსი უყურებდა და ახლაც ბევრი არაფერი შეცვლილა“.

ბოლოს ტრიბუნამ ბელარუსებს მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ: „რეალურად კმარა. გაჩერება საჭიროა. ასე ვითარება ძალიან უკონტროლო გახდება.თუ თქვენ კვლავ გსურთ როგორმე დაეხმაროთ ქვეყანას პანდემიის გადარჩენაში, მაშინ ბევრი ვარიანტია. ესპანურმა ლა ლიგამ მუსიკოსების ონლაინ კონცერტი ჩაატარა, რომელშიც ფეხბურთელები მონაწილეობდნენ და მილიონ ევროზე მეტი მოაგროვეს. შეგიძლიათ გამართოთ ბელორუსის ელექტრონული ჩემპიონატი. ძნელი წარმოსადგენია, ჩვენს ქვეყანაში ვინმე საკუთარ თავზე თუ იზრუნებს. ამიტომ თავად უნდა იმოქმედოთ. ამიტომ გთხოვთ – დარჩით სახლში“.

დატოვე კომენტარი