ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა „ლივერპულის“ დატოვების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა #1TVSPORT
26 წლის ინგლისელმა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულს“ დატოვებს.
ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ აკადემიის წევრი 2004 წელს, 6 წლის ასაკში გახდა, ხოლო პირველი გუნდის რიგებში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა. ინგლისური გრანდის შემადგენლობაში მან 352 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა „ლივერპულში“ ყოფნის დროს ორჯერ – პრემიერლიგა, ხოლო 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლებოდა.
„კლუბში გატარებული 20 წლის შემდეგ მოვიდა დრო, დაგემშვიდობოთ. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ფეხბურთელმა.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისელი მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში მადრიდის „რეალს“ შეუერთდება. მხარეებს შორის მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
After 20 years at Liverpool Football Club, now is the time for me to confirm that I will be leaving at the end of the season.
This is easily the hardest decision I’ve ever made in my life.
I know many of you have wondered why or been frustrated that I haven’t spoken about this… pic.twitter.com/emAw5RvXq0
— Trent Alexander-Arnold (@TrentAA) May 5, 2025