ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი - დარწმუნებული ვარ, მესისნაირი ფეხბურთელი აღარ გამოჩნდება #1TVSPORT
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი - დარწმუნებული ვარ, მესისნაირი ფეხბურთელი აღარ გამოჩნდება #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

„რას ვიტყვი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე? სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ თამაშობს. მე ვუყურებ მის მატჩებს, როცა ამის საშუალება მეძლევა. როდესაც უყურებ მის ფეხბურთის, ხვდები, რომ ეს რაღაც წარმოუდგენელია.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში შევიდა, ის კვლავ წარმოუდგენელია და დარწმუნებული ვარ, მსგავს მოთამაშეს ვეღარასდროს ვნახავ. მართალი გითხრათ, მე უბრალოდ ვცდილობ, მისი თამაშის ყოველი წუთიდან სიამოვნება მივიღო“, – ციტირებს ტრენტს TYC Sport-ი.