ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს 12 ქულით დაუბრუნდა #1TVSPORT
ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ შემადგენლობაში ევროლიგის შეხვედრაში დაბრუნდა, რომელიც იტალიურმა გუნდმა კაუნასის „ჟალგირისთან“ 68:77 წააგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.
„ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო 18 ქულით კორდინიე იყო, ხოლო კაუნასის „ჟალგირისის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 20 ქულა ფრანსისკომ დააგროვა.
ევროლიგაზე გამართული 21 შეხვედრის შემდეგ „ვირტუს ბოლონია“ 6 გამარჯვებითა და 15 მარცხით მე-16 ადგილზეა.