ტრავმის შემდეგ ოქრიაშვილი ითამაშებს - „აპოელს“ დისკვალიფიცირებული დაუშვილიც უბრუნდება #1TVSPORT
ტრავმის შემდეგ ოქრიაშვილი ითამაშებს - „აპოელს“ დისკვალიფიცირებული დაუშვილიც უბრუნდება #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი ყოველდღე თავს უკეთ გრძნობს და დიდი ალბათობით, მოედანს უახლოეს ტურში დაუბრუბდება, – ინფორმაციას 24sports ავრცელებს.

დღეისათვის არსებული მონაცემები, „აპოელის“ ტრავმირებულ მოთამაშეებზე ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და დიდი ალბათობით, უახლოეს ტურში მათგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნდება – ამტკიცებს 24sports.

ცნობილი იყო, რომ თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე დაბრუნდა. „24sports“-ის ცნობით, გუნდში ბოლო ორ დღეში დარწმუნდნენ, რომ ის ფორმაში სწრაფად შედის და სათამაშოდ მზადაა.

„ქართველი შემტევი ორშაბათიდან „აპოელის“ რეგულარულ ვარჯიშში მონაწილეობს და მომავალ შაბათს აელ-თან საშინაო დერბიში სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება. ჩვენი შეფასებით, ოქრიაშვილი ორი თავდამსხმელის, ქვილითაიასა და ნატელას უკან უფრო თავისუფლად ითამაშებს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა „არისთან“ და „დოქსასთან“ „აპოელის“ ბოლო ორი ტურის თამაში გამოტოვა. მასთან ერთად მოედანს მურთაზ დაუშვილიც უბრუნდება.

„დანარჩენი მოთამაშეებიდან სასტარტო შემადგენლობაში ტრავმირებულთა დაბრუნება მოსალოდნელი არაა. მაგრამ სავარაუდოდ, განაცხადში იქნება მურთაზ დაუშვილი, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო. ქართველი ნახევარმცველი 100%-ით მზად არ არის და შესაძლოა მე-9 ტურში აელ-თან მატჩის შემადგენლობაში არ მოხვდეს“.

დატოვე კომენტარი