ტრავმის გამო ნეიმარი 2024 წლის კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ექიმის, როდრიგო ლასმარის განცხადებით, ნეიმარის თამაში 2024 წლის კოპა ამერიკაზე გამორიცხულია.
ბრაზილიის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ოქტომბერში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ოპერაცია დასჭირდა.
„ალ-ჰილალის“ 31 წლის ფეხბურთელი, თავდაპირველი ინფორმაციით, ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებდა ფეხბურთის თამაშს, თუმცა როდრიგო ლასმარის თქმით, რეაბილიტაციის პროცესს მეტი დრო დასჭირდება.
„ჯერ ძალიან ადრეა. რეაბილიტაციის პროცესში ნაბიჯებს ვერ გამოვტოვებთ. ჩვენი ვარაუდით, ის დაბრუნებას 2024 წლის აგვისტოში, საკლუბო საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე შეძლებს“, – განაცხადა ბრაზილიის ნაკრების ექიმმა.
2024 წელს კოპა ამერიკა აშშ-ში 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.