ტრავმის გამო მესის ძილის პრობლემები აქვს
ტრავმის გამო მესის ძილის პრობლემები აქვს

„ბარსელონას“ თავდამსხმელს ლიონელ მესის ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იდაყვის ტრავმის შედეგად მას გაუსაძლისი ტკივილები აქვს, რაც ჩაძინებაში ხელს უშლის. არგენტინელმა ხელი ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში მოიტეხა, როცა „ბარსელონა“ „სევილიას“ ხვდებოდა. მატჩი კატალონიელებმა 4-2 მოიგეს.

პირველადი ინფორმაციით, მესი მოედანს სამ კვირაში უნდა დაბრუნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტრავმა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა.

მიმდინარე სეზონზე არგენტინელმა 12 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.