ტრავმირებული პოგბა საფრანგეთის ნაკრებში არ გამოიძახეს
ტრავმირებული პოგბა საფრანგეთის ნაკრებში არ გამოიძახეს

ცნობილი გახდა საფრანგეთის ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა, რომელიც მოემზადება ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის ისლანდიისა (11 ოქტომბერი, გასვლა) და თურქეთის (14 ოქტომბერი, შინ) წინააღმდეგ.

დიდიე დეშამმა გუნდში არ დაუძახა “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს პოლ პოგბას, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

საფრანგეთის სრული შემადგენლობა:

მეკარეები – ალფონს არეოლა (რეალი, ესპანეთი), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), სტივ მანდანდა (მარსელი);

მცველები – ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პარი სენ-ჟერმენი), კლემან ლანგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი, გერმანია), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი, იტალია), ტონგი ნდომბელე (ტოტენჰემი, ინგლისი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი), კორენტენ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია);

ფორვარდები – ვისამ ბენ-იედერი (მონაკო), კინგლსი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, საფრანგეთი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ჟონათან იკონე (ლილი), ტომა ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი).