ტრავმირებული ოთარ მამაგეიშვილის ნაცვლად ვილი სანიოლმა ნაკრებში ორი ფეხბურთელი გამოიძახა #1TVSPORT

21:08, 24.09.2026

ოთარ მამაგეიშვილი ტრავმირებულია, რის გამოც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოაკლდა და ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში ვეღარ დაეხმარება, – ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ნახევარმცველის შესახებ საქართველოს ნაკრების პრესკონფერენციის დაწყებამდე ითქვა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებული ფეხბურთელის ნაცვლად ორ მოთამაშეს უხმო – ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველსა და კაპიტანს, ლადო მამუჩაშვილს და ამერიკული „რეალ სოლტ ლეიკის“ ფლანგის შემტევს, საბა ლობჟანიძეს, რომელიც „ჯვაროსნებში“ 2017 წლიდან თამაშობს.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 25 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი