ტრავმიანობა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში

12:45, 24.11.2018

ბოლო დროს საქართველოს ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები ტრავმების გამო ტურნირებზე ასპარეზობას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას ვერ ახერხებენ.

ჰააგის გრანდ პრიზე სამი ძიუდოისტი – ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაშავდნენ. ისინი ჰოლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში ოსაკას გრან სლემზე საასპარეზოდ უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ ავთანდილ ჭრიკიშვილს საქართველოში დაბრუნება მოუწია. მას ფეხის ტრავმა აწუხებს და დაახლოებით ერთი თვე მაინც მოუწევს რეაბილიტაცია.

შედარებით მსუბუქი უნდა ყოფილიყო ზებედა რეხვიაშვილის და ვარლამ ლიპარტელიანის ტრავმები (რეხვიაშვილს ფეხი აწუხებდა, ლიპარტელიანს – ნეკნი), ამიტომ ისინი იაპონიაში გაემგზავრნენ, თუმცა რეხვიაშვილს ტრავმა გაურთულდა და ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ მოახერხა.

უკვე იაპონიაში, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერც ლუხუმ ჩხვიმიანმა შეძლო. ტრავმა მიიღო ლაშა შავდათუაშვილმაც და გართულებების თავიდან ასაცილებლად ოსაკაში ისიც ვერ გამოვიდა ტატამზე.

მსგავსი