ტრავმიანი პერიოდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, სეზონი ტიმ ჰარდევეისთვისაც დასრულებულია
ტრავმიანი პერიოდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, სეზონი ტიმ ჰარდევეისთვისაც დასრულებულია

დალას მავერიკსისთვის მიმდინარე სეზონს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. რიკ კარლაელის გუნდი ბოლოს წინა, მე-14 ადგილზეა და, რა თქმა უნდა, პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსიც კი არ აქვს.

საკრამენტოსთან წაგებულ მატჩამდე ტეხასური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტიმ ჰარდევეი ჯუნიორმა ფეხის ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

ჰარდევეი დალასში ზამთრის სატრანსფერო სეზონის დროს გადავიდა. მას შემდეგ მან მავერიკსის მაისურით 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 15.5 ქულას აგროვებდა.