ტრავმას ვირუსი დაემატა, მაგრამ ოქრიაშვილი „აპოელს“ მალე დაეხმარება #1TVSPORT
ტრავმას ვირუსი დაემატა, მაგრამ ოქრიაშვილი „აპოელს“ მალე დაეხმარება #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვა, სადაც მისი გუნდი „აპოელი“ საკუთარ მოედანზე „არისს“ დაუზავდა – 1:1.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 17 თებერვალს თავის ყოფილ კლუბთან, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ერთი ტურის შეხვედრა გამოტოვა. ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გუნდთან ერთად მზადებას იწყებდა, მაგრამ თამაშამდე კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა.

„პარასკევს ვარჯიშზე უნდა გარკვეულიყო თორნიკე ოქრიაშვილის მონაწილეობა „არისთან“ მატჩში, მაგრამ „ანორთოსისთან“ დერბის შემდეგ მიღებული ტრავმის გარდა, ქართველ ნახევარმცველს სხვა პრობლემაც შეექმნა. ქართველ ფეხბურთელს ბოლო დღეებში სიცხე ჰქონდა და ვირუსით დაავადდა“, – წერს გამოცემა philenews.

„აპოელი“ შემდეგ შეხვედრას 9 მარტს კვიპროსის თასზე „ანორთოსისს“ შეხვდება, ხოლო 13 მარტს ლარნაკას აეკ-ს ჩემპიონატის მორიგ მატჩში გასვლაზე დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, ამ მატჩებისთვის ოქრიაშვილი მზად უნდა იყოს.