ტრაპს „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება სურს
ტრაპს „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება სურს

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ გოლკიპერს კლუბის დატოვება სურს, – იტყობინება ფრანგული მედია.

Le10Sport-ის ინფორმაციით, გერმანელის გამოსყიდვა „აინტრახტს“ სურს, სადაც ის იჯარის წესით ასპარეზობდა. მიუხედავად ამისა, ფრანკფურტულ კლუბს მოთხოვნილი 10 მილიონი ევროს გადახდა არ სურს. 29 წლის კევინ ტრაპმა წინა სეზონზე „აინტრახტის“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 61 ბურთი და 12-ჯერ საკუთარი კარი „მშრალად“ შეინახა.

დატოვე კომენტარი